„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოვლინდა;
რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 10 პაციენტს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა;
გადაცემის მეორე ბლოკში: გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა. მხარის პირველი პირის ცნობით, გარდაბნის ჩაკეტილ სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობას სოფლის მეურნეობის და სხვა აქტივობების კუთხით შეფერხებები არ აქვს;
რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა კვლავ არსებობს. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, კვლევებში მოსახლეობის ჩართულობა გაიზარდა, თუმცა ის ასევე, საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ყველა სოფელში, სადაც ვირუსული ინფექცია დადასტურდა საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. „ღია ეთერის“ კითხვებს ყარაჯალარში გარდაბნის მერმა უპასუხა;
.📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა;📢გადაცემის მეორე ბლოკში: გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი საუბრობენ
Geplaatst door TV4.ge op Maandag 27 juli 2020