„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოვლინდა;
რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 10 პაციენტს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა;
გადაცემის მეორე ბლოკში: გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა. მხარის პირველი პირის ცნობით, გარდაბნის ჩაკეტილ სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობას სოფლის მეურნეობის და სხვა აქტივობების კუთხით შეფერხებები არ აქვს;
რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა კვლავ არსებობს. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, კვლევებში მოსახლეობის ჩართულობა გაიზარდა, თუმცა ის ასევე, საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ყველა სოფელში, სადაც ვირუსული ინფექცია დადასტურდა საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. „ღია ეთერის“ კითხვებს ყარაჯალარში გარდაბნის მერმა უპასუხა;