„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 29-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა;

ბოლო 24 საათში გარდაბანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;

ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია რუსთაველი 87 წლის ქალია;

გადაცემის მეორე ბლოკში: კერძო სკოლების ნაწილი განათლების სამინისტროს სთხოვს, ახალი სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე დაწყების უფლება მიეცეთ. კერძოდ, სკოლების ნაწილი სასწავლო პროცესის 1-ლი სექტემბრიდან დაწყების უფლებას მოითხოვს. რუსთავში არსებული კერძო სკოლების დირექტორები “ღია ეთერთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ სასწავლო წლის ნაადრევად დაწყების საჭიროება დგას და მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესზე თავდაპირველად განვლილი მასალას გაიმეორებენ, ვინაიდან გასულ სემესტრში ონლაინსწავლების რეჟიმი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული – განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე “ღია ეთერთან” განათლების ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი საუბრობს;

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ისევ და ისევ ცხელ წერტილად რჩება – სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაბანში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მედიის წარმომადგენლების კითხვებს გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა უპასუხა;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;📢გადაცემის სტუმარი: განათლების ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 29 juli 2020