ყარაჯალარში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

გარდაბანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,ახალი შემთხვევები სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება ,საიდანაც ოთხი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ბოლო 24 საათში ჯამში ეპიდემიოლოგებმა 251 პირი გამოიკვლიეს,საიდანაც “კოვიდ 19” ხუთ პირს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით ,გარდაბანში სულ კორონავირუსის 56 შემთხვევაა დადასტურებული ,აქედან 36 სოფელ ყარაჯალარში გამოვლინდა.