გარდაბანში,სოფელ ყარაჯალართან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები ყარაჯალარის შესასვლელთან არიან შეკრებილები და სოფლის გახსნას ითხოვენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფლის გახსნა აუცილებელია და სოფელი ნორმალური დღის წესირგს უნდა დაუბრუნდეს. მათივე ცნობით, სოფლის ჩაკეტვის გამო სამუშაო ადგილები და შემოსავალი დაკარგეს.
“300-400 სოფლის მეურნეობაში მუშაობდა ამ სოფელში, დღეს არიან მშივრები, დღეს არის ჩვენთან დღესასწაული ,ხალხმა ერთი კილო ხორცი ვერ იყიდა, გაუშვან ,რომ იმუშაონ ან დაგვეხმაროს ეს მთავრობა, ეს თოთხმეტი დღე როგორ დაველოდოთ ,რა შევჭამოთ. მე ბაზარში ვმუშაობდი და ასე მუშაობდა დიდი ნაწილი, ვეღარ მიდის ხალხი სამუშაოდ. “-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. მხარის პირველი პირი მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს განუმარტა,რომ სოფელის ჩაკეტვა ვირუსის პრევენციის მიზნით აუცილებელია და მოსახლეობის სრულად გამოკვლევა უნდა მოხდეს.
“საფრთხის შემცველია და აქ არანაირი რეკომენდაციები არ არის დაცული და ეს არის გავრცელების წყარო, ამის გაგება და ამის ახსნა გვინდა, კიდევ რომ ამ ხალხთან ერთად ,დროულად გადავწყვიტოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები ,რაც პრევენციისთვის არის აუცილებელი. საინკუბაციო ვადა არ არის გასული,ამას მეთოდოლოგია აქვს, ეს არ არის ჩემგან მოგონილი, ითხოვენ სამუშაო ადგილებზე გასვლას და სოფლის გახსნას,რაც არ არის რეკომენდირებული.
ამ ხალხს ორგანიზება გავუკეთოთ, მასობრივი ტესტირებები ჩავატაროთ დროული,ერთ დღეში ,ორ დღეში, რამდენიც იქნება საჭირო, ეპიდემიოლოგების ჯგუფი მზად არის,რომ ჩატარდეს ეს ყველაფერი, ასე იყო ყველგან ,რთულია ,არსადაა ადვილი ეს სიტუაცია,აქ არის რეგისტრირებული 5 000 ადამიანი, დიდი დასახლებაა, არგუმენტები სხვადსხვაა,ზოგი დასაბუთებული ზოგი დაუსაბუთებელი, რატო არ არის ჩაკეტილი აღთაკლია ,ყარათაკლია, გამარჯვება-იმიტომ, რომ არ არის მასშტაბური გავრცელება, აქედან გამომდინარე ვმუშაობთ ამ ხალხთან, ყოველდღუად,რომ როგორმე გარდავტეხოთ ეს პროცესი. “-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
აქცია ყარაჯალარში-მოსახლეობამ სოფლის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა🔊🔉 Update: ყარაჯალარში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა-ვრცლად https://bit.ly/30fFstP 🔊🔉ყარაჯალარში მოსახლეობა სოფლის გახსნის მოთხოვნით აქციას მართავს📢📢 ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან
Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 31 juli 2020