“გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში კვლავ რჩება მოსახლეობის კატეგორია, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად არ თანამშრომლობს,ეს აძნელებს პროცესების მართვას და აჭიანურებს ამ რეჟიმის გახანრძლივებას”-ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ,შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ ყარაჯალარში ამ დრომდე ეპიდემიოლოგებმა 2 400-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს.
“ზოგადად 2 400-ზე მეტი ტესტია აღებული ყარაჯალარში, რაც არ არის ცოტა, თუმცა რეგისტრირებული მოქალაქეებიდან აქ ადგილზე, ამდენი მოქალაქე არ ცხოვრობს, თუმცა ჩვენ ვხედავთ , რომ აქ კიდევ არის სამუშაო გასააქტიურებელი, რადგან ვხედავთ, რომ კვლავ რჩება მოსახლეობის კატეგორია, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად არ თანამშრომლობენ.
ეს აძნელებს პროცესების მართვას და აჭიანურებს ამ რეჟიმის გახანრძლივებას, რაც მინდა, რომ მათ იცოდნენ. მათ ხელთ არის ძალიან ბევრი ბერკეტი. იმდენად, რამდენადაც მოქნილი, ეფექტური და დროული იქნება მათი ჩართულობა ტესტების აღებაში, მით უფრო სრულყოფილი იქნება სურათი და რეალური სურათიდან გამომდინარე გამოსავალიც უფრო ადვილად იქნება ნაპოვნი. შესაბამისად შეზღუდვების კუთხით იქნება ყველა ზომა გატარებული, რომ ეს რეჟიმი უსასრულოდ არ გაგრძელდეს და გახანგრძლივდეს”,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა