ყარაჯალარში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა

“ვართ კომუნიაციაში და დავადასტურებთ დღის მანძილზე,რა  დაპირებაც მივეცით მოსახლეობას,რომ აქედან ორგანიზებულად  დაახლოებით , 10 სატვირთო-სამარშუტო  მანქანა ადგილობრივებით გავა, ისინი  ჩააბარებენ სწრაფ ტესტს, ორგანიზებულად პატრული გააცილებს ნავთლუღის ბაზარში და მოხდება პროდუქტის რეალიზაცია ისე,როგორც მათი სურვილია” -ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ყარაჯალარში, მოსახლეობის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც მხარის პირველმა პირმა აღნიშნა, პროდუქტის რეალიზების კუთხით ადგილბრივებს ფასთა სხვაობის გამო აქვთ უკმაყოფილება.

 

“ეს არის პრეტენზია ,რომ გადის ადგილობრივი მოსავალი, მწვანილის სახით გააქვთ დისტრიბუტორებს,აქედან ორგანიზებულად ხდება ,ეს ხდება ფასთა სხვაობიდან გამომდინარე და აქ აქვთ უკმაყოფილება იმის, რომ დაბალ ფასში აბარებენ.

 ვართ კომუნიაციაში და დავადასტურებთ დღის მანძილზე,რა დაპირებაც მივეცით მოსახლეობას,რომ აქედან ორგანიზებულად, ამის პრაქტიკა გვქონდა მარნეულში, დაახლოებით 10 სატვირთო-სამარშუტო  მანქანა ადგილობრივებით გავა,  ჩააბარებენ სწრაფ ტესტს, ორგანიზებულად პატრული გააცილებს ნავთლუღის ბაზარში და მოხდება რეალიზაცია ისე,როგორც მათი სურვილია და პირველი ხელიდან.

ეს არის ერთი საკითხი, მეორე საკითხი არის ის ,რომ ხალხი ვერ მუშაობს და შეუმცირდათ შემოსავალი და ესეც ბუნებრივია და ამისთვის თანამშრომლობა არის, რომ მოკლე ვადაში დავძლიოთ გამოწვევა და ვმუშაობთ . 85 სოციალურად დაუცველია სოფელში, შემოვა პროდუქტი,გვქონდა თადარიგი დაჭერილი და პირველ რიგში, ვისაც ეკონომიკური გაჭირვება აქვს სასურსათო პროდუქტებით დავეხმარებით,დანარჩენი მინიმალური ვადა არის  ორ კვირიანი საინკუბაციო ვადა ,რომელმაც უნდა მოგვცეს სურათი როგორ დავაჩქაროთ  მერე პროცესები.”-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა 

ცნობისთვის,დღეს ყარაჯალარში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.