პრემიერი-რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

რუსთავში შენდება საწარმო, რომელიც შექმნის 3 000 სამუშაო ადგილს, მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, სხვა არაფერია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ,  რუსთავში ახალი საწარმოს – „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის დაწყებასთან საუბრის დროს განაცხადა 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსთავში ახალი საწარმო ოთხ თვეში გაიხსნება და 3 000 ადამიანი დასაქმდება. 

“პირველ რიგში,ხაზგასმით აღვნიშნო,არ შემეძლო არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის  გამო, ერთი ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება საწარმო, რომელიც შექმნის 3 000 სამუშაო ადგილს, მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, სხვა არაფერია.ეს არის მთავრობის პრიორიტეტი. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ,რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ. აქ ზუსტად ოთხ თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი და ეს არის დიდი მიღწევა რეგონისა და ქალაქისთვის. “-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ