შერეული ორთაბრძოლის ეროვნული ფედერაცია ქვემო ქართლში დაფუძნდა

საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ეროვნული ფედერაცია ქვემო ქართლში დაფუძნდა.

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გახსნის ცერემონიაზე ფედერაციის პრეზიდენტად ქვემო ქართლში რუსთაველი სპორტსმენი გიორგი ლობჟანიძე წარადგინეს.

გახსნის ცერემონიას ქალაქი მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდნენ. მათ გიორგი ლობჟანიძეს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის ქვემო ქართლის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.

ქალაქის მერის განცხადებით, შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სპორტსმენებს უსასყიდლოდ ავარჯიშებს, რაც ადგილობრივი სპორტსმენების კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, შერეულმა ორთაბრძოლებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან აღიარება მიიღო.