შსს-სთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, რამდნიმე აქტივისტი პოლიციამ დააკავა.

სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.