შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი წუხელ გორში მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილი დ.ს.-ს სამსახურებრივ მოვალეობას არ უკავშირდება. პირი, რომელმაც 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდაცვლილის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.