საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს.როგორც ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, ძალადობა მიუღებელი და არაქართულია.
„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად. სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.
კიდევ ერთი რამე მინდა, ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. ძალადობა ადამიანებზე არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით, არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას.