ხათუნა ზახაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც „კოვიდ19“-ის არსებობის არ სჯერათ, არ აყვნენ არასწორ პროპაგანდას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მოუფრთხილდნენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და ატარონ პირბადე.

„მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც არ გჯერათ, რომ კოვიდი არსებობს – თუ თქვენ არ გჯერათ, მოდით, ვისაც სჯერა, იმ ადამიანებს მოუფრთხილდით, მათ ჯანმრთელობას მოუფრთხილდით, უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალის, მოქალაქეობრივი თანადგომის, ადამიანური გაფრთხილების გამო მაინც ატარეთ ნიღაბი.

გვერწმუნეთ, არავინ არის მოწადინებული, გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, ნუ აყვებით არასწორ პროპაგანდასა და არასწორ ინფორმაციებს, კოვიდი მსოფლიო საფრთხეა, ეს არ არის საფრთხე მხოლოდ საქართველოსთვის, ან მხოლოდ ერთი ავტობუსის მგზავრებისთვის,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.