ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალ, დილის 08:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. 

საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. მათ შორის, ერთი რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაა, რომელიც ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები იმოქმედებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ მისვლა საგამოცდო ცენტრებში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.