საქართველოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა და წყალი გზებზე გადავიდა.
ასევე, გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი დაგროვდა.
მძიმე ტექნიკამ ადგილზე მუშაობას აგრძელებს.
ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და ავტომობილები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.
ამასთან,ხელვაჩაურში სოფელი სალიბაური დაიტბორა – შემთხვევის შედეგად ოთხი ავტომობილი დაზიანდა, დაიტბორა მაღაზიაც. შემთხვევა ძლიერი წვიმის შემდეგ მოხდა.