ჯგუფის “გავიგუდეთ” მიერ ორგანიზებულ აქციაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით,კანონპროექტის განხილვა ,რომელიც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა მიეღო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო,რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ საქართველოს პარლამენტმა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვლილებების კანონპროექტი დროულად დაამტკიცოს .
კერძოდ, კანონპროექტი მეწარმე-სუბიექტებისთვის განსაზღვრულ პასუხისმგებლობებსა და მათთვის გათვალისწინებულ სანქციებს მოიცავს.
აქცია მეტალურგიულ ქარხანასთან დაიწყო და მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საწარმო “ჯეოსთილთან” გადაინაცვლეს. საწარმოსთან საპატრულო პოლიცია ტრაილერის ერთ-ერთმა მძღოლმა გამოიძახა.
ცნობისთვის, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნეს-სუბიექტები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდნენ გარემოზე, ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში, გამოსასწორებელ ღონისძიებებს დააფინანსებენ. კანონპროექტით,ჰაერის დაბინძურების შემაკავებელი ეფექტის სანქციები,განმეორებადობის მიხედვით 10 000 , 15 000 და 50 000 ლარამდე თანხით იქნება განსაზღვრული.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მთავრობის დღევანდე სხდომაზე მოიწონეს.
📣📣 ჰაერის დაბინძურება -აქცია რუსთავში 🔉 "გავიგუდეთ" წევრების განცხადებით, კანონპროექტის განხილვა ,რომელიც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა მიეღო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო 🔉მოძრაობის "გავიგუდეთ" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
Geplaatst door TV4.ge op Donderdag 9 juli 2020