1 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 აგვისტოს 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, მუხრან თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში; 3 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო და მარტყოფი, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, ბახჩალარი, საჯა, კიზილაჯლო, ორმაშენი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.