ბოლო შემთხვევათა რაოდენობის უმეტესი ,24 შემთხვევა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე, 6 ქალაქ გარდაბანში , 4 გაჩიანის დასახლებაში ,შედის სამი სოფელი, იქიდან ოთხი ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალარში, ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს ყარაჯალარში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი სოფელია და მოსახლეობის რაოდენობა არის 4 000, სამ სოფელში ერთად კი 7 000-ამის შესახებ დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ,დადსტურებული შემთხვევების ორი პროცენტი გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის,სადაც რამდენიმე კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძის ცნობით, ჯამში გარდაბანში 1 077 ადამიანი გამოიკვლიეს ,საიდანაც კორონავირუსი 24 პირს დაუდასტურდა,ხოლო 94 ადამიანი საკრანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი, რომელსაც ჩვენ ვეძახით, მუნიციპალიტეტის ცენტრში უბანი ლელაშხა, სადაც ეკომიგრანტები არიან და იქ გვაქვს ხუთი შემთხვევა , ყარაჯალარში 14, ყარათაკლია 4, თბილისში 5 შემთხვევა ,სადაც ორზე ვერ გავდივართ წყაროზე. ყველაფერი ეს ფრიად საყურადღებოა.
გარდაბნის ამ სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ 1 077 ადამიანი და 24 პოზიტიური შემთხვევაა .94 ადამიანი არის გადაყვანილი კარანტინში, ცოტა რთულია მოსახლეობასთან კონტაქტი და კარანტინში გადაყვანა და ვეცადეთ,რომ ყველა გადაგვეყვანა.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ