113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა – წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები, ამ დრომდე, მათ საკუთრებაში არ იყო.

“სახლების დაკანონებით ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდებათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა და შესაძლებლობა მიეცემათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება.

მიმდინარე წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება, დამატებით 180 ოჯახს კი სახელმწიფო ახალ სახლს შეუსყიდის.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1300-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა,” – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.