12 ივლისის წყლის მიწოდების შეზღუდვა

დღეს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს. კერძოდ,

რუსთავში, თოდრიის 1-ჩიხის N2 წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:30-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: თოდრიის 1-ჩიხს, მეგობრობის N39, 41, კლდიაშვილის N10, 12, 14-ს.