13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული.

მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენის ჩატარებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ გამოფენები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.