14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 10:30-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, მუხრან თელეი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ფალიაშვილის, ახმეტელის, მეგობრობის, ლომოურის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არდისუბანი, ბოგვი, კოდა, ღოუბანი, მუხათი, ვაშლოვანი, ერტისი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ტაზა-მახალა,

14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილქილისა, მაშავერა, ბოსლები, უკანგორა, პატარა დმანისი, კაკლიანი, განთიადი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.