15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      რუსთავში თოდრიას, ფალიაშვილის, ახმეტელის, მეგობრობის, ლომოურის, მშენებელთა, 11-ე, მე-7 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, უხრანა, ჭრეში და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში 

სადახლო, დამია, ზემო სარალი, მოლაოღლი, ხულდარა, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო, ტაზაკენდი, ცოფი, ბურმა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.