15 წლის გოგონა საკუთარ მამიდაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

სამეგრელოში 15 წლის გოგონა საკუთარ მამიდაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ნათესავების ინფორმაციით არასრულწლოვანზე მისი ნათესავი სექსუალურ კავშირს ძალადობის გზით ერთი წელია ახორციელებს. 32 წლის მამაკაცი არასრულწლოვანს ემუქრებოდა და აიძულებდა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ეთქვა. 

გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. იგი რამდენიმე დღის წინ მომხდარის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.