გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივლისს 07:00-დან 07:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, გურამიშვილის, დადიანის, სანაპიროს და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, ვანათი, ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ბალანჩივაძის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე და მე-12, მე-17, მე-14 მიკრორაიონებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.