გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს
06:00-დან 06:30 საათამდე და 14:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნორიო, დიდი ლილო, ნასაგური და მიმდებარე სოფლებს,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი, დაშტაფა, ზემო ყულარი, კულარი, იმირი, ბუდიონოვკა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი და დაღეთი,
11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, თოდრიას, მესხიშვილის, შიო არაგვისპირელის, ლესელიძის, მე-14, მე-15, მე-7 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე,
11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, ამამლო, მამიშლო, ზემო ოროზმანი, დალარი, ბაზაქლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.