გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე და 14:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში ხიდისყური, კუდრო, სამტრედო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, მეგობრობის, ლეონიძის, ტაშკენტის, 15-ე, 7-ე მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









