დაკარგული 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა საგამოძიებო უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არც ერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან”,- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.
საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს.
თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.