გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
27 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, კამარლო, ბოსლები, ოროზმანი, შინდლარი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში,
11:30-დან 11:40 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ივანოვკა, ირაგა, კლდეისი და მიმდებარე სოფლებში,
18:00-დან 18:10 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ივანოვკა, ირაგა, კლდეისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.