27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,

27 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, კამარლო, ბოსლები, ოროზმანი, შინდლარი და მიმდებარე სოფლებში,

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში,

11:30-დან 11:40 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ივანოვკა, ირაგა, კლდეისი და მიმდებარე სოფლებში,

18:00-დან 18:10 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ივანოვკა, ირაგა, კლდეისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.