28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,

28 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ივანოვკა, წინწყარო, ირაგა, ჩხიკვთა, ჯორჯიაშვილი, მაწევანი, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში,

12:30-დან 17:00 საათამდე მარნეულში 26 მაისის, იალღუკის, თბილისის, მუსხელიშვილის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, სულხან-საბას, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.