29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს 08:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, კუმისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 10:20-დან 19:00 საათამდე მარნეულის რაიონის სოფლებში ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი, ხოხმელი, ოფრეთი, კიზილ-აჯლო და მიმდებარე სოფელბში, 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის, ლესელიძის, თდრიას, მელიქიშვილის, შიო-არაგვისპირელი და მიმდებარე ქუჩებზე, 15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკაში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მზიანეთ, ასურეთი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულის რაიონის სოფლებში მარაბდა, იალღუჯის დასახლება, ჯანდარის დასახლება და მიმდებარე სოფლებში.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.