ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 30 წლამდე ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ქალს სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტო: 1tv.ge