გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ჯანდარი, კიზილ-აჯლო, მარტყოფი, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი, სიონის უბანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი, დაღეთი, ძეძვნარიანი, ტანძია, იწრია და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მარაბდა, მზიანეთი, ხაიში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.