4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 07:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში გაგარინის, მშენებელთა, მარის არხის, ქაშაკაშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფელბში; 6 ივლისს 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, განახლება, სარკინეთი, კაკლიანი, კარაბულახი და მიმდებარე სოფელბში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.