40 წლამდე მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, 40 წლამდე მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ  მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არხში საბანაოდ შევიდა და წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

მამაკაცი სოფელ ველისციხის მკვიდრი იყო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა .

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

 

 

ფოტო არ შეესაბამება რეალობას.