5 პირი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი  კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულები კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდისა და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 23 მოქალაქის თანხას დაეუფლნენ. მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 72 000 ლარია.

დანაშაული 6-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.