ზაფხულის სეზონზე, დასვენების დღეები მოსახლეობამ , იმის მიხედვით, უნდა შეარჩიოს,თუ როგორია მათი ან მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსები მოქალაქეებს, ზაფხულის სეზონზე მთის და ზვღის კურორტებზე დროის თანაბრად განაწილებას ურჩევენ.
სპეციალისტების ცნობით, ისინი , ვისაც გულსისხლძარღვთა დავადებები აწუხებს, მაღალმთიან რეგიონებში დასვენებას უნდა მოერიდონ.
” მთის ჰაერი განსაკუთრებით კარგია მოზარდებისა და მოსახლეობის ჯანმრთელი კონტიგენტისათვის. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც წნევები და გულსისხლძარღვთა დავადებები აწუხებს. ჰაერის უკმარისობა და მაღალი არტერიული დავადებები გარკვეულ დისკომოფორტს შეუქმნის მათ მთაში ყოფნისას.
რაც შეეხება ზღვის სანაპიროზე დასვენებას, აქაც გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ვისაც აწუხებს სასუნთქი გზის პათოლოგიები, ქრონიკული დავადებები, როგორიცაა: ასთმა, ქრონიკული ბრონქიტები ალერგიული ფონით, ყოველივე ეს შეიძლება ტენიან კლიმატზე გამწვავდეს და საყურადღებო გახდეს.’’-აცხადებს სპეციალისტი.
ჯემალ თაბუკაშვილის რეკომენდაციით, გასათვალისწინებელია, დაავადების გარკვეული ჯგუფი, რომლის გამოც, შესაძლოა, მიზანშეწონილი არ იყოს მაღალმთიან რეგიონებში ან ზღვის სანაპიროებზე დასვენება.
თაბუკაშვილის განმარტებით, დასვენების პერიოდში დამსვენებელმა პრობლემის წარმოქმნისთანავე უნდა მიმართოს შესაბამისს ღონისძიებებს, იქნება ეს: ექიმის ჩარევა თუ კლიმატის შეცვლა.