ქიმიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 4 აბიტურიენტი არ მივიდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქიმიის გამოცდით გრძელდება.რუსთავის საგამოცდო ცენტრში  რეგისტრირებული 118 აპლიკანტიდან, ეროვნულ გამოცდაზე 4 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  არ ყოფილა გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევა.

დღეს ქიმიის გამოცდა ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ყველა საგამოცდო ცენტრში ერთ სესიად გაიმართა.