7 წლის ნატალის დასახმარებლად,რუსთავში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობს

 7 წლის რუსთაველი ნატალი ბლიაძის დასახმარებლად, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობს.  როგორც  ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, დილის 09:00 საათიდან 15:00 საათამდე , მე-19 მიკრორაიონში, “მადაგონის” მიმდებარედ, რუსთაველებს სურვილის  შემთხვევაში, სისხლის ჩაბარება შეუძლიათ.

მათივე ინფორმაციით, სისხლის ჩაბარება თვის ბოლომდე იქნება შესაძლებელი,რისთვისაც 1 000 ადამიანია საჭირო, ჯერ კი მხოლოდ 130 დონორი არის შეკრებილი. 

ორგანიზატორების ცნობით, სისხლის ჩაბარების აქცია სხვა დღეებშიც  გაგრძელდება და  ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება. 

რაც შეეხება სისხლის ჩაბარების პირობებს:

  • სისხლის ჩაბარება შესაძლებელია ანუ სადაც მანქანა შეძლებს მოსვლას: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, მცხეთა, გორი.
  • თბილისში ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ (ყოველდღე,კვირის გარდა) ქავთარაძის 44 ნომერში ნაციონალური სისხლის ბანკი. ნატალის სახელზე შეძლებთ სისხლის გაღებას.
  •  

 წინაპირობები:

  • ვისაც ბოტკინი გაქვთ გადატანილი შეგიძლიათ სისხლის გაღება 
  • სისხლს ვერ გაიღებს ადამიანი, რომელსაც C ან B ჰეპატიტი აქვს ან ჰქონდა 
  •  სისხლის გაღება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში 
  •  ანტიბიოტიკების მიღებიდან თუ არის 2 კვირა გასული, სისხლის გაღება შესაძლებელია 
  •  ტატუ/ პირსინგი- გაკეთებიდან 4 თვე უნდა იყოს გასული, რომ სისხლის ჩაბარება შეძლოთ
  •  ცოფი/ტეტანუსი/ სხვა ვაქცინა- გასული უნდა იყოს 12 თვე 
  •  სტომატოლოგთან ვიზიტიდან სასურველია გასული იყოს 5-6 თვიანი პერიოდი 
  •  წონა მამაკაცი- 60 კგ-ზე მეტი , ქალი- 55-ზე მეტი 
  •  სისხლის გაღების დღეს სასურვლია იყოთ მსუქუბად ნასაუზმები 
  • ნაბახუსევზე სისხლის ჩაბარება არ შეიძლება 
  • დედათა წესის დროს სისხლის გაღება არ შეიძლება ,ასეთ დროს სისხლის გაღების შესაძლებლობაა დამთავრებიდან 2-3 დღის შედგომ 
  • სისხლის გაღების დღეს მოერიდეთ ცხიმიანი საკვებია მიღებას
  • სისხლის ასაღებად მანქანს შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ ლოკაციაზე რაც ზევით წერია. მანქანაში აღების პირობებში დღეში შეიძლება 25-მდე ადამიანის სისხლის აღება, ოთახის პირობებში 50-მდე ადამიანის

ორგანიზატორების  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ აქციაში 1 000 ადანიამი ჩაერთვება და სისხლს გაიღებს, 7 წლის  ნატალის 25 000 ათასი ლარი გადაერიცხება.

ორგანიზატორის საკონტაქტო ნომერია:558653262 სალომე