გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისში გორგასლის, რუსთაველის, მუსხელიშვილის, წმ. ნინოს, ნანა დედოფლის და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ბოგვი, არდისუბანი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში, 07:00-დან 10:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ალგეთი, საბირკენდი, კეშალო და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე მარნეულის რაიონის სოფელბში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.