7 წლის რუსთაველი ნატალი ბლიაძის დასახმარებლად, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, დილის 09:00 საათიდან 15:00 საათამდე , მე-19 მიკრორაიონში, “მადაგონის” მიმდებარედ, რუსთაველებს სურვილის შემთხვევაში, სისხლის ჩაბარება შეუძლიათ.
მათივე ინფორმაციით, სისხლის ჩაბარება თვის ბოლომდე იქნება შესაძლებელი,რისთვისაც 1 000 ადამიანია საჭირო, ჯერ კი მხოლოდ 130 დონორი არის შეკრებილი.
ორგანიზატორების ცნობით, სისხლის ჩაბარების აქცია სხვა დღეებშიც გაგრძელდება და ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება.
რაც შეეხება სისხლის ჩაბარების პირობებს:
- სისხლის ჩაბარება შესაძლებელია ანუ სადაც მანქანა შეძლებს მოსვლას: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, მცხეთა, გორი.
- თბილისში ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ (ყოველდღე,კვირის გარდა) ქავთარაძის 44 ნომერში ნაციონალური სისხლის ბანკი. ნატალის სახელზე შეძლებთ სისხლის გაღებას.
წინაპირობები:
- ვისაც ბოტკინი გაქვთ გადატანილი შეგიძლიათ სისხლის გაღება
- სისხლს ვერ გაიღებს ადამიანი, რომელსაც C ან B ჰეპატიტი აქვს ან ჰქონდა
- სისხლის გაღება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში
- ანტიბიოტიკების მიღებიდან თუ არის 2 კვირა გასული, სისხლის გაღება შესაძლებელია
- ტატუ/ პირსინგი- გაკეთებიდან 4 თვე უნდა იყოს გასული, რომ სისხლის ჩაბარება შეძლოთ
- ცოფი/ტეტანუსი/ სხვა ვაქცინა- გასული უნდა იყოს 12 თვე
- სტომატოლოგთან ვიზიტიდან სასურველია გასული იყოს 5-6 თვიანი პერიოდი
- წონა მამაკაცი- 60 კგ-ზე მეტი , ქალი- 55-ზე მეტი
- სისხლის გაღების დღეს სასურვლია იყოთ მსუქუბად ნასაუზმები
- ნაბახუსევზე სისხლის ჩაბარება არ შეიძლება
- დედათა წესის დროს სისხლის გაღება არ შეიძლება ,ასეთ დროს სისხლის გაღების შესაძლებლობაა დამთავრებიდან 2-3 დღის შედგომ
- სისხლის გაღების დღეს მოერიდეთ ცხიმიანი საკვებია მიღებას
- სისხლის ასაღებად მანქანს შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ ლოკაციაზე რაც ზევით წერია. მანქანაში აღების პირობებში დღეში შეიძლება 25-მდე ადამიანის სისხლის აღება, ოთახის პირობებში 50-მდე ადამიანის
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ აქციაში 1 000 ადანიამი ჩაერთვება და სისხლს გაიღებს, 7 წლის ნატალის 25 000 ათასი ლარი გადაერიცხება.
ორგანიზატორის საკონტაქტო ნომერია:558653262 სალომე