8 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, ვაზიანი, გამარჯვება, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში მამიშლარი, პანტიანი, მთისძირი, ოროზმანი, ვაკე, გორა, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულსა და მარნეულის რაიონის სოფელბში მუღანლო, ჯანდარი, ნასიმი, ყიზილაჯლო და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუხრანა, ნახიდური, ბალახაური, სისკალა, დაბა თამარისი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.