87 წლის რუსთაველ ქალს კოვიდ-19 დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 87 წლის რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ექიმის ცნობით, პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან სამედიცინო დაწესებულებაში მომატებული ტემპერატურის სიმპტომატიკით გადაიყვანეს.

რუსთავის საზოგადოებრი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქალის ინფიცირების წყარო უცნობია. დავით ბეგაშვილის განცხადებით. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.