“არა სამუდამო პუტინს!“ – მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქცია იმართება

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოსკოვში მოქალაქეებმა საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობა 2036 წლამდე შეეძლება.

“არა სამუდამო პუტინს!“ – ეს არის აქციის მონაწილეების მთავრი ლოზუნგი და მოთხოვნა აქციაზე.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია 50-მდე პირი.