გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 36 ადამიანი ელოდება – ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
როგორც მან განაცხადა, პაციენტების საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.