გარდაბანში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ.
როგორც Tv4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ლუგარის ლაბორატორიაში 18 პირის საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი, საიდანაც COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაბნიდან ლუგარში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 30 პირის საკვლევი მასალაა გაგზავნილი, რომელთა პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ყველა გამოკვლეული პირი რუსთავის ცხელების ცენტრში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.