გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-მდე პირის ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში აიღეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევის ფარგლებში დღეს 350-მდე ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში აიღეს. ამის შესახებ TV4-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს, მათ შორის 5 სოფელ ყარაჯალარში ხოლო ერთი- აღთაკლიაში.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, მოსახლეობა გამოკვლევაში მონაწილეობისგან თავს სხვადსხვა მიზეზით იკავებს, რის გამოც  ამ დრომდე კორონავირუსზე ტესტირებული მოსახლეობის რაოდენობა დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

 გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განმარტებით,  აღთაკლიასა და ყარათაკლიაში დაწყებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა კვლევის პროცესში ყარაჯალარისგან განსხვავებით, უფრო აქტიურად არის ჩართული.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 36 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.