,,დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი, უკვე რვა საათიდან მობრძანდნენ აბიტურიენტები, ისინი პირველ რიგში განთავსდებიან დისტანციის დაცვით ეზოში და შემდგომ ეტაპობრივად გადავლენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ ისინი გაივლიან დეზობარიერზე, გაივლიან თერმოსკრინინგს და ამის შემდგომ მოხდება დაცვის მიერ მათი შემოწმება, რომ არ შეყვეთ რომელიმე ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული და შემდეგ უკვე ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება გამოცდა”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ აბიტურიენტებს, სოფიო გორგოძის თქმით, მათთვის ჩარიცხვის განსხვავებული წესი იმოქმედებს, მაგრამ ვინც მოახერხებს საზღვარზე გადმოსვლას, გამოცდაზე გასვლას ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შეძლებს.