კოსტავას გამზირზე მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა

რუსთავში,ცენტრალურ ქუჩაზე მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა. მსხვილფეხა პირუტყვის კადრები ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, კერძოდ კოსტავას ქუჩაზე Tv4-ის  გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო. 

 ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა  და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის კონტროლი რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრს” ევალება,თუმცა ადგილზე მისულმა სამსახურის წარმომადგენლებმა მეთვალყურე არ დააჯარიმა და პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ ადგილზე არ მოხდა. 

 კოსტავას გამზირზე მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით, Tv4-თან “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის მოადგილემ, ბადრი მოდებაძემ გააკეთა კომენტარი.

“გუშინ, 8 ივლისს საღამოს საათებში კოსტავას გამზირზე ე.წ პირამიდას ტერიტორიაზე დაფიქსირდა მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა. პირუტყვთან ერთად ადგილზე აღმოჩნდა მისი მეთვალყურე, რომელმაც პირუტვი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამის შემდეგ კი, სამსახურის მიერ მოხდა პირუტყვის მეპატრონის იდენტიფიცირება და მისი დაჯარიმება 50 ლარით. მეპატრონემ ჯარიმა უკვე გადაიხადა”, – განაცხადა ბადრი მოდებაძემ